მიწოდება და გადახდა

გადახდის მეთოდები

ნაღდი ანგარიშსწორება ან საბანკო გადარიცხვა: გადაიხდით ნივთის მიღებისას ან საბანკო გადარიცხვით შეკვეთის დადასტურების შემდეგ.

ონლაინ გადახდა ბარათით (Visa / Mastercard), როცა ის შეკვეთის გაფორმებისას ხელმისაწვდომია: გადაიხდით ბანკის დაცულ გვერდზე.

ბარათით ონლაინ გადახდა

გადახდა სრულდება ბანკის დაცულ გვერდზე (თიბისი ბანკი ან საქართველოს ბანკი). ბარათის ნომერს ჩვენ არ ვხედავთ, არ ვიღებთ და არ ვინახავთ; ბანკი მხოლოდ გვატყობინებს, გადახდა შედგა თუ არა.

თანხა იჭრება ქართულ ლარში (GEL). ბანკის დადასტურების შემდეგ შეკვეთა მუშავდება.

თუ გადახდა არ დასრულდა, შეკვეთა დაახლოებით ერთ საათში ავტომატურად უქმდება და პროდუქტი მარაგში ბრუნდება. შეკვეთის ხელახლა გაფორმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

მიწოდება

მიწოდებას ვახორციელებთ მთელ საქართველოში. მიწოდების ვადას და ღირებულებას შეკვეთის მიღებისას ჩვენი მენეჯერი გიდასტურებთ; მისამართი ის არის, რომელიც შეკვეთის გაფორმებისას მიუთითეთ.

ამანათის მიღება

გთხოვთ, ამანათი მიღებისას შეამოწმოთ. თუ შეფუთვა აშკარად დაზიანებულია ან რაღაც აკლია, აცნობეთ კურიერს და იმავე დღეს დაგვიკავშირდით, ფოტოებით.

კითხვები

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი. ჩვენი საკონტაქტო მონაცემები ამ გვერდის ბოლოშია.

BloomBox

  • ✓
  • ✓
  • ✓

BloomBox